შექმენით უნიკალური ბუნებრივი სუნამო თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად,გაეცანით ნატურალური არომატების სამყაროს! სტუმრები შექმნიან 2 სუნამო ვარიანტს ერთმანეთისთვის/ საკუთარი თავისთვის/ერთ დიდ სუნამოს წყვილისთვის. მასტერკლასი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს პარფიუმერიის, სურნელოვანი დეგუსტაციისა და საკუთარი უნიკალური მყარი სურნელების შექმნის შესახებ. მასტერკლასის ბოლოს კი სტუმრები დააწერენ უნიკალურ სახელს პარფიუმის ეტიკეტზე. ყველა მასალა შედის ფასში.
ფასი არ განსხვავდება ჩვენი პარტნიორის ფასისგან
ჩვენი art შეხვედრები აერთიანებს მათ, ვისაც უყვართ განვითარება, შემოქმედება და ახლის სწავლა.თავის მოვლის საშუალებების, სახლის დეკორისა და აქსესუარების დამზადების ავთენტური მასტერკლასების ფარგლებში, მსურველები აისრულებენ თავიანთ კრეატიულ სურვილებს და ამასთან, მოიწყობენ მყუდრო ატმოსფეროს თავიანთი ხელით შექმნილი ნივთებით. ჩვენი პრიორიტეტებია: მაღალი ხარისხის მასალები, ინგრედიენტების ბუნებრივი შემადგენლობა, ესთეტიკა, ვაუ ეფექტი, ყურადღება თითოეული სტუმრის მიმართ.